logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ ლანძღავდა, აგინებდა, ცდილობდა დაეჩაგრა არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი
- +

26 აპრილი. 2022. 16:45

 

 

„გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღავდა, აგინებდა, ცდილობდა დაეჩაგრა, კუთხეში მოემწყვდია არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი“,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვიტყოდი, რომ გია ბარამიძის საქციელში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, ლანძღავდა, აგინებდა ცდილობდა დაეჩაგრა, კუთხეში მოემწყვდია არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი. მე პირადად ამას ვუყურებ თითქმის 10 წელია. ბატონი კასიანოვი ალბათ გამონაკლისი არ არის, ვინაიდან ნებისმიერი უცხოელი პარტნიორი ყოველთვის იყო თავდასხმის მსხვერპლი, იქნებოდა ეს მეზობელი ქვეყნიდან თუ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი. ჩვენ გვახსენდება, რომ ქალბატონი დეგნანი როდესაც კი გააკეთებდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი კურსის მხარდამჭერ განცხადებას, ის ხდებოდა თავდასხმის მსხვერპლი. ასე იყვნენ სხვა უცხოელებიც, ვინაიდან ჩვენი ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ ვინმემ შეაქოს მთავრობა ან ქვეყანა. მთავარია, რომ ისინი იყვნენ მოწონებულები უცხოელი პარტნიორების მიერ. რადგან ამომრჩეველი უკვე მე-10 წელია მხარს არ უჭერს, ერთადერთი უცხოელი პარტნიორებისგან დარჩა მხარდაჭერა. როდესაც ეს უცხოელი პარტნიორები კოლექტიურად არ დაუჭერს მათ მხარს, ისინი ხდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვის საგანი. ეს ბედი გაიზიარა კასიანოვმაც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner