logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის, ის არც ჩრდილოვანი მმართველია
- +

26 აპრილი. 2022. 16:45

 

 

„ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, ის არც ჩრდილოვანი მმართველია“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

 

საუბარია youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც თითქოსდა „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

 

„ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი და მეკითხებით, არის თუ არა ის ჩრდილოვანი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ის, როგორც ჩვენი მოქალაქე, როგორც არ უნდა ეს მოგწონდეთ-არ მოგწონდეთ, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას. ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner