პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს:
„მოსამართლის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა, მასზე ზეწოლა, იძულება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოსამართლის მხრიდან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, წინასწარი გარიგება მხარესთან, ადვოკატთან სასურველი სამართლებრივი შედეგების მიღწევის მიზნით, წარმოადგენს დანაშაულს, მითუმეტეს, თუ მასში მონაწილეობს სასამართლოს თავმჯდომარე, მითუმეტეს თუ ასეთ დავალებებს ის იღებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისგან და როდესაც შესაბამისი ფაქტებით და გარემოებებით დასტურდება ეს ყოველივე! როგორც ცნობილია, პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, შესაბამისად, მთავარი პროკურატურა ალბათ, უნდა დაინტერესდეს თავად სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის გარკვეული ლიდერების მხრიდან, ხომ არ ხორციელდებოდა მოსამართლეების მიმართ ზეწოლა და სხვაგვარი უკანონო ქმედებები?! აუცილებელია, სწორედ გამოძიებამ გასცეს პასუხი ყველა კითხვას, საზოგადოების წევრებს უფლება აქვთ იცოდნენ, ვინ წყვეტს მათ საქმეებს, მოსამართლე, რომელიც მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს ემორჩილება თუ უბრალოდ, მარიონეტი, რომელიც , როგორც იტყვიან- პოლიტიკური ცხოველის-სააკაშვილის დავალებების უპირობო შემსრულებელია?!"