logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი გიორგი მარგველაშვილზე: თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა, ვიტყოდი, იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია
- +

26 აპრილი. 2022. 17:04

 

 

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას, უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გახდეს.

 

„ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს ინფორმაცია უარყვეს.

 

მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საკუთარ სახლთან დაუსვეს კითხვა დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კომენტარის ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია და მედიის შეკითხვებს მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში უპასუხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner