logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსეთს ებრძვის, ერთი კვირაც არ გასულა ისე, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგში არ ყოფილიყო - ამან სერიული ხასიათი მიიღო
- +

26 აპრილი. 2022. 19:09

 

„მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსეთს ებრძვის, ერთი კვირაც არ გასულა ისე, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგში არ ყოფილიყო - ამან სერიული ხასიათი მიიღო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თავიდან ამას ვაბრალებდით ემოციურ ან სხვადასხვა პიროვნულ დამოკიდებულებებს ერთეული სახელისუფლებო წარმომადგენლებისგან (იგულისხმება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები), მაგრამ შემდგომ ნათელი გახდა, რომ სამწუხაროდ ამან სერიული ხასიათი მიიღო. ამ პროცესს საქართველოში წინ უძღოდა და ჩართული იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მათთან დაკავშირებული სატელიტური პარტიები და მედია საშუალებები.

 

მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება როგორი სოლიდარულია უკრაინის მიმართ, როგორ ვპატრონობთ ჩვენ უკრაინელებს, მათ შვილებს, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან, როგორ შეიძლება ამის ფონზე შენ, საქართველოს სდებდე ბრალს, რომ ის არ გიდგას გვერდში, სდებდე ბრალს, რომ თითქოს რაღაც შავი ხვრელია გაჩენილი, რომელიც ეხმარება რუსეთს თავი აარიდოს სანქციებზე და მაღალი ეშელონებიდან განცხადებებს აკეთებდე აბსოლუტურად უარგუმენტოდ და უაპელაციოდ.

 

ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ არ გვინდა ბოლომდე შევიდეთ დიალოგში და დაპირისპირებაში. არესტოვიჩის განცხადება იმის დადასტურება იყო, რასაც „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან იძახდა - მთავარი ამოცანაა ის, რომ საქართველო ომში ჩაებას - ბატონებო, ეს არ გამოვა! ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებაა, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომისგან, ომში ჩართვა არ იქნება! ეს არის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვერც გარე ძალებმა ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner