აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების პოლიტიკაა, იხილონ ბრძოლაში მყოფი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი, ხოლო რუსეთი კი დასუსტებული.
„გვსურს ვიხილოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინა, ხელუხლებელი ტერიტორიითა და ფუნქციონირებადი მთავრობით. ვფიქრობ, ეს დასუსტებულ რუსეთს მოიცავს. დასავლეთისა და ნატოს ერთიანობა, და მართლაც, მსოფლიოს ერთიანობა, ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლა ამ არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე არის. აი საითკენ მივდივართ“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.