logo_geo
eng_logo
დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
- +

26 აპრილი. 2022. 21:04

 

დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

 

„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო დღეს კი ტელეანძა ააფეთქეს.

 

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დნესტრისპირეთში განხორციელებული აფეთქებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ გაურკვეველ წყაროებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner