logo_geo
eng_logo
სომხეთმა და ირანმა უვიზო რეჟიმი შემოიღეს
- +

11 აგვისტო. 2016. 22:54


სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, ძალაში შევიდა ამა წლის 5 ივნისს ხელმოწერილი მემორანდუმი სომხეთსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.


«მემორანდუმის თანახმად, სომხეთისა და ირანის მოქალაქეები თავისუფლდებიან ვიზებისგან, თუ შესაბამის ქვეყნებში 180-დღიან პერიოდში არაუმეტეს 90 დღისა იმყოფებიან», - აღნიშნულია სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციაში.


სომხეთი და ირანი კერძოდ, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობენ. გარდა ამისა, წარმოებს ეფექტური თანამშრომლობა ტრანსპორტის, ეკოლოგიის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. სომხეთი, რომელიც 2015 წლის 2 იანვრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეეკ) წევრია, ერთადერთი სახელმწიფოა ირანთან საერთო საზღვრით, რომელიც ეეკ-ირანის ეკონომიკური ხიდის მშენებლობაში გასწევს დახმარებას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner