გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერებას.
„ამ შემთხვევაში, წევრობის შეჩერება იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა პატივი სცეს წესებს. ნებისმიერი თავის შეკავება შიშით იქნება მოტივირებული. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ომის წინააღმდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის უფლების შეჩერებაზე, რომელიც მეორე ქვეყანას უკვე ორი თვე ბომბავს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრას 27 აპრილს გამართავს. რუსეთის წევრობის შეჩერებას 160 წევრი სახელმწიფოდან 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.