საკოორდინაციო საბჭო უახლოეს დღეებში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ საკითხზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აქტიურად განიხილება მეოთხე დოზის გამოყენება მხოლოდ იმ პირებში, ვისაც გარკვეული ქრონიკული დაავადებების გამო იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ჯერჯერობით მიდის მხოლოდ აქტიური მსჯელობა. გვჭირდება დამატებითი მსჯელობა და რეკომენდაციები და უკვე ამის შემდეგ გვექნება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ჯგუფებში დაიწყებს საქართველო ვაქცინაციის პროგრამის გარკვეულ მოდიფიცირებას“, - განაცხადა გაბუნიამ.