logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 510 მილიონს გადააჭარბა
- +

26 აპრილი. 2022. 23:54

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 510 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 510 441 943 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 223 605 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ბოლო 28 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა (4 844 722) გერმანიაში გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე სამხრეთ კორეაა (4 659 437), მესამეზე კი საფრანგეთი (3 261 396).

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner