logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდეს რუსეთს სამხედრო სფეროში
- +

27 აპრილი. 2022. 00:23

 

 

აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდეს რუსეთს სამხედრო სფეროში, - ამის შესახებ სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

კითხვაზე, რა სახის დახმარებას უწევს ჩინეთი რუსეთს სამხედრო კუთხით და იყენებს თუ არა რუსეთი ჩინურ უპილოტო საფრენ აპარატებს, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ამ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

 

„ჯო ბაიდენმა ნათლად უთხრა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, რომ რუსეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა ან დასავლური სანქციების დასუსტება ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდეს რუსეთს სამხედრო სფეროში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner