logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს - საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი
- +

27 აპრილი. 2022. 00:26

 

 

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ.

 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდში საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრიორებული ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბეჯითი მუშაობა სხჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ეს ასევე მოიცავს ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner