პოლონური გაზის კომპანია PGNiG-ი აცხადებს, რომ 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა RaiNews-ი ავრცელებს.
ოფიციალური მოსკოვი პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე პოლონეთის მიერ უარის თქმას ასახელებს.
პოლონური კომპანია აცხადებს, რომ რუსული მხარის გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესს არ დაარღვევს, რადგან მიწისქვეშა საცავები 80%-ით არის შევსებული, ხოლო გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში გაზის საჭიროება უფრო დაბალია.
პოლონეთს ასევე აქვს ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მათ შორის თხევადი გაზი.