დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არ მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინს საკმარისი პოლიტიკური სივრცე და მხარდაჭერა აქვს რუსეთში, რათა შეძლოს უკან დახევა და უკრაინიდან გასვლა.
კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტ სამხედრო წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, ბორის ჯონსონმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს მოხდება.