შვეიცარიის ქალაქ ცუგში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ადგილობრივი თანატოლები დაამარცხა.
ანგარიში 41-ე წუთზე ლუკა წულუკიძის პასით ლუკა პარკაძემ გახსნა. მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა ორამდე გაზარდა - ლუკა წულუკიძის პასით ამჯერად ლუკა ლაცაბიძემ ისარგებლა.