logo_geo
eng_logo
კომპანია „გაზპრომ ექსპორტმა“ ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა
- +

27 აპრილი. 2022. 01:44

 

 

კომპანია „გაზპრომ ექსპორტმა“ ოფიციალურად შეატყობინა ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

 

„დღეს 26 აპრილს, „ბულგარგაზმა“ შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ 2022 წლის 27 აპრილიდან კომპანია „გაზპრომ ექსპორტი“ შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას“, - ნათქვამია ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

 

ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო გაზის კომპანიებთან ერთად გადადგა ნაბიჯები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული ზომების მოსაძებნად და სიტუაციის მოსაგვარებლად.

 

მანამდე პოლონური გაზის კომპანია PGNiG-იმ განაცხადა, რომ 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

 

ოფიციალური მოსკოვი პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე პოლონეთის მიერ უარის თქმას ასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner