ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობიანი შეთანხმებისადმი, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას და კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, აშშ კიევის ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უკრაინელებზე მეტი უკრაინელები ვიყოთ“, - განაცხადა ბლინკენმა.