მარკ კლეიტონი დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა შესაბამისი განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„30 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ შორის კავშირები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, ძლიერია როგორც არასდროს და წინ ნათელი მომავალი აქვს. ვამაყობ, რომ ასეთ დროს ვარ მისი უდიდებულესობის ელჩი“, - წერს კლეიტონი.