logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე ხელშესახები შედეგები დადგება საქართველოსთვის
- +

27 აპრილი. 2022. 12:22

 

 

„შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი NATOში ინტეგრაციის საკითხი და ასევე ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გაატაროს, რომ დაუახლოვდეს NATO-ს სტანდარტს“, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ ხავიერ კოლომინასა და შალვა პაპუაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს მოუწოდა NATO-მ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.

 

„ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე ხელშესახები შედეგები დადგება საქართველოსთვის, იმისთვის რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს NATO-ს და საბოლოო ჯამში გახდეთ NATO-ს წევრი. ასევე ჩვენი მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა NATO-ს მიმართ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღონ“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner