logo_geo
eng_logo
ავსტრიის კანცლერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა
- +

27 აპრილი. 2022. 14:34

 

 

ავსტრიის კანცლერი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისთვის რუბლებში ანგარიშსწორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

ამის შესახებ კარლ ნეჰამერი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვიდრე აქ, რუსული პროპაგანდის ყალბი ამბები გავრცელდება. რა თქმა უნდა, „OMV“ განაგრძობს რუსეთიდან გაზის მიწოდებისთვის ევროში ანგარიშსწორებას. ავსტრია მტკიცედ მიჰყვება ევროკავშირის ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს“, – წერს ავსტრიის კანცლერი.

 

მანამდე, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner