logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან სააკაშვილი, და ამ მიზანს ქვეყნის გარეთაც ჰყოლია შემკვეთები
- +

27 აპრილი. 2022. 14:40

 

 

„არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვხედავთ, ამ მთავარ მიზანს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, არამედ ქვეყნის გარეთაც ჰყოლია კონკრეტული მომხმარებლები და შემკვეთები. არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი. მათი სურვილია, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას მოლდოვაში ან საქართველოში. ეს რადიკალურად და კარდინალურად არ შედის საქართველოს ინტერესებში“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner