„ეს ადამიანი მომართულია მხოლოდ პროვოკაციისკენ და ომის გაჩაღებისკენ. გამომდინარე აქედან, საქართველოს არანაირად არ სჭირდება არისტოვიჩისნაირი ადამიანების რჩევა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
„ეს არის ომის პარტიის მოწოდება და არესტოვიჩი თანმიმდევრულად გვიშიფრავს და გვაჩვენებს იმ გეგმებს, რა ცინიკური გეგმები და დამოკიდებულებაც აქვთ საქართველოს მიმართ. აქედან უკვე ნათელი ხდება იგივე სააკაშვილის დესანტირების მიზანიც, რომ როგორც არესტოვიჩი ამბობს, დღევანდელი მთავრობა არ არის ომის მთავრობა, მაგრამ, სააკაშვილი იქნებოდა ომის მთავრობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.