„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძე იმედოვნებს, რომ პეტრიაშვილის თავდასხმასთან დაკავშირებული საქმე გადაკვალიფიცირდება.
„საქმე გახსნილი ჯერ არ არის, ეს არის ძალიან მზაკვრული და ძალიან მხდალი თავდასხმის ერთ-ერთი საქმე. შესაბამისად, ველოდები, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა დაგეგმვაში და შესრულებაში. რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ადამიანს ესვრი იარაღს და საფეთქელში ურტყამ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას იმეტებ სიკვდილისთვის. მე მჯერა, კიდევ ველოდები, რომ საქმე გადაკვალიფიცირდება.
ველოდებით პროცედურებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს, რომ დღეს სახლში წავალთ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.