ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იხსენებს, რომელიც ზაქარეიშვილმა 2014 წელს, გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა:
„აიი თურმე ვინ იხეოდა შუაზე 2014 წელს სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოსოო! რესპი მაინც რესპია, მორჩა!"- წერს ჯღარკავა.
„პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად მისი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი, თუკი მან დანაშაული ჩაიდინა, მხილებული იყოს.
"ჩვენ ვიხედებით სწორედ წინ და ჩვენს ლეგიტიმაციას განაპირობებს ქართველი ხალხი. ჩვენ დაფუძნებული ვართ ქართველ ხალხზე და არა კარლ ბილდტზე (მართლა პატივს ვცემ მას) და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრზე. მათ უნდათ დემოკრატია, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი კი არის კანონი. დამნაშავე თუ დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს - არ ვლაპარაკობ სააკაშვილზე, ის ჯერ ბრალდებულია. საერთოდ, მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში, თუმცა უნდა ითქვას რა დააშავა, რა ეკუთვნის მას. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს, თუმცა, ის უნდა იყოს მხილებული თავის დანაშაულში, ყველამ ვიცოდეთ, რა დააშავა, რომ გმირი არ იყოს, გმირად რომ მოაქვს თავი, ჰქონდეს თავისი კუთხე და უნდა იცოდეს, სად და როგორ იჯდეს ამ კუთხესთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.