logo_geo
eng_logo
კასპში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
- +

27 აპრილი. 2022. 16:04

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.

 

პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და  ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები.  მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის გარე ფასადი.

 

შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას  საჭიროებდა  და შესაბამისად სამუშაო პირობებიც არასათანადო იყო. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner