logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის; არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება
- +

27 აპრილი. 2022. 16:20

 

 

„მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არანაირი მეორე ფრონტი და  მეორე ომი საქართველოში არ იქნება.

 

„მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის. მე ვპირდებით მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner