გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ რუსეთი მის ქვეყანაზე პირდაპირ თავდასხმაში დაადანაშაულა.
„ეს არის პირდაპირი თავდასხმა პოლონეთზე, თუმცა ჩვენ ვემზადებოდით ამისთვის“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი არ დანებდება რუსეთის შანტაჟს.
„მინდა დავარწმუნო ჩემი თანამოქალაქეები, რომ პუტინის ქმედებები გავლენას არ მოახდენს პოლონეთში არსებულ ვითარებაზე. რუსეთმა არა მხოლოდ მოახდინა სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, არამედ თავს დაესხა ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას. უკრაინა ფრონტის წინა ხაზზეა. ჩვენ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბრძოლა მშვიდობისთვის, ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა უსაფრთხოებისთვის და არ უნდა დავნებდეთ“, - აღნიშნა მან.
პოლონური გაზის კომპანია PGNiG-იმ განაცხადა, რომ 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ოფიციალური მოსკოვი პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე პოლონეთის მიერ უარის თქმას ასახელებს.