რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა სანქციები დაუწესა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერის აპარატის უფროსს, სტივ ბარკლეისა და თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილს.
სასანქციო სიაში შესულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ 11 მარტს, დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს პარლამენტარს სანქციები დაუწესა.
„ამ პირებმა, რომლებსაც რუსეთში შესვლის უფლება აღარ აქვთ, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.