საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე სააკაძის მოედანზე მიმდინარე ე.წ. კუნძულების მონტაჟს ასე აფასებს:
„ძალიან მინდა რომ ამ სიახლემ ქალაქს და კერძოდ სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას მაინც უშველოს, მაგრამ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შუქნიშნების ჩართვასთან ერთად ამ უბანზე სიტუაცია გაუარესდება და მზად ვარ დეტალურად განუმარტო და თუნდაც ვეთანამშრომლო იმ სამსახურს ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება."- წერს მელაძე სოციალურ ქსელში.