logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: მათი მიზანია ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერი სახით
- +

27 აპრილი. 2022. 23:45

 

 

მიზანი არის ნათელი: ჩაითრიონ საქართველო ამ პროცესებში, რუსული აგრესიის გარკვეული კერა, თუ სრულყოფილად არა, ნაწილობრივ მაინც გადმოიტანონ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც წარმატებით შეძლეს 2008 წელს და შემდეგ უკვე დაიწყონ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი, ქვეყნის კოლაფსი, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი Live“-ში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„მათი მიზანია ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერი სახით. რაც შეეხება უკრაინულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს, ჩემი გადმოსახედიდან, რადას სპიკერი არის ძალიან კეთილგანწყობილი და საღად მოაზროვნე ადამიანი. ყველაზე „რადიკალიზმით“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ხაზარაძე-გეგელიას კლანთან დაახლოებული არახამია წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner