logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალურ ოპოზიციის მიზანია არეულობის, ომის, ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს
- +

28 აპრილი. 2022. 00:15

 

 

რადიკალურ ოპოზიციის მიზანია არეულობის, ომის, ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომი, როდესაც საინფორმაციო შტურმი იწყება. როგორც ცხელი ომის დროს, ჯერ საცეცხლე მომზადება არის და შემდეგ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები იწყებენ წმედებას, ასეა ჰიბრიდული ომის დროსაც. გავრცელდა ფარული ჩანაწერი და ამას პირველი იგებს პროპაგანდისტული ტელევიზია. ამის ტირაჟირება ხდება მედიის საშუალებით, შემდეგ ფეისბუქით, სოციალურ ქსელებში და ა.შ. მაშინვე იწყება შესაბამისი რადიკალური, პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსების ორკესტრირებული განცხადებები. ერთვება ,„ნაცმოძრაობის უკრაინის ფილიალი“, რომელიც მაშინვე იწყებს საუბარს სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. დღეს დილიდანვე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, ჩაუტარებია კვლევა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ბიზნესი რუსეთში და ეს მთელი ჯაჭვი გააერთიანა. ეს ყველაფერი ერთ დღეში გათამაშდა იმისთვის, რომ ახალი უკმაყოფილებისთვისა და ახალი ქმედებებისთვის მიეცათ იმპულსი. ვის აწყობ ეს? რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, რომლის მიზანია რამენაირად ქვეყანაში არეულობის, ომის ან რაიმე სხვა მძიმე მოვლენის ფონზე ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner