logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: მთელი ცხოვრება წინ გაქვს! კიდევ უამრავჯერ ასახელებ შენს ქვეყანას...
- +

12 აგვისტო. 2016. 01:26


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„უვარგისი ვაი პატრიოტების აზრი გაატარე, ბოღმამ და ღვარძლმა გონება დაუბნელათ... შენ კი მხოლოდ 25 წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს... კიდევ უამრავჯერ ასახელებ შენს ქვეყანას... სავსებით გეთაბხმები ანი. "-წერს ოქიტაშვილი და ანაჩუბინიძის სტატუსს აქვრცელებს.


ანნა ჩუბინიძე:

ეს სტატუსი რომ არ დავწერო ვერანაირად ვერ მოვითმენ. რამ შეგცვალათ და გაგაბოროტათ ადამიანებო!!- ჯერ იყო და ოლიმპიელების ჩაცმაზე იმდენი აჟიოტაჟი ატეხეთ, თავიდანვე სტრესში ჩააგდეთ მონაწილეები. ეხლა ტელევიზორის წინ (ისიც თუ ნახეთ), დამთავრებული არ აქვთ გამოსვლა ათასს აზრსს გამოთქვამთ იმ წუთში უარყოფითს. თქვენ გულს ხომ ვერავინ მოიგებს, ტალახის სროლაში სასაწაულად სწრაფები ხართ, ვერავინ დაგასწრებთ განაჩენს იმ წამსვე გამოუტანთ სანამ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიაზრებთ.


გოგლას მარიტა იმიტომ კი არ შეუსვავს ვირზე და ესროლა ტალახი იმსახურებდა,უბრალოდ მან ამაით დაგანახათ რომ ხშირად უდანაშაულო ადამიანს ისე ასამარებთ ხელი არ გიკანკალებთ. ამით თითეული სულს იბინძურებთ.


რატო ჩააბარეთ დროშა რა სადროშე ეგ იყოო... -არ შეგრცხვა მაინც ვინც ეს დააკომენტარე?! ავთომ იმდენჯერ ასახელა საქართველო იმდენი გააკეთა 25 წლის ბიჭმა ის თვითონ ოქროს ბიჭია და ღირსეული ქართველი მამაულიშვილი. და შენ ვისაც მსგავსი აზრი გაწუხებს რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის?! - შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ტალახს ესრვრი და შენ ბინძურ სულს ამზეურებ?!...

როდის ისწავლით ერთმანეთის სიყვარულს და თანადგომას. როდის მიხვდებით რომ იმაზე მეტად არავინ გაგაწირავთ ვიდრე თვითონ ერთმანეთს?!...


ასეთი მაგარი და ძლიერები თუ ხართ ენით კი არა საქმით დაამტკიცეთ და თუ ვერ ახერხებთ ენა მაინც დაიმოკლეთ!!!..


ჭრიკიშვილი იმდენად ღირსეული შვილია ვერაფერს დააკლებთ ამ შურიანი აზრებით,მან საქართველო იმდენჯერ ასახელა და ასეხელებს ჩაინიშნეთ მაინც რომ გარკვეულები იყოთ შემდგომ რა უნდა დაწეროთ .


ოლიმპიური ოქროზე მეტი, ეს ბიჭია თვითონ არის ოქრო და ისწავლეთ ადამიანის ფასი. ეთო სალუქვაძე.



ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი უმედლოდ დარჩა.

ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით წააგო.


ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრან სირილე მარეტთან ვაზარით დამარცხდა.


ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner