logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, უკრაინაშიც გააცნობიერებენ, რომ ასეთი განცხადებები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია
- +

28 აპრილი. 2022. 00:18

 

 

ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინის ხელისუფლების საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან მოდის ეს განცხადებები - არის თუ ამის სოლიდარული მთელი უკრაინული ხელისუფლება, ამაზე მე ვიფიქრებდი, რომ ეს ასე არ არის და გააცნობიერებენ უკრაინაშიც, რომ ასეთი განცხადებები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „იმედი Live“-ში განაცხადა.

„თვითონ ამ განცხადებების შინაარსსა და ქრონოლოგიასაც თუ ჩავყვებით, დავინახავთ, რომ აქაც ჰიბრიდული ომის განშლა გვაქვს მოცემული. ჯერ იყო სანქციების თემა, შემდეგ დანილოვის განცხადება, რომელიც ძალიან ბრუტალური იყო. შემდეგ ჩაერთეთ ომში. ეს მოსახლეობისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა ჩავერთოთ ომში. აქ წამოწიეს ეს თემა, რომ თქვენ ახლა შანსი გაქვთ შეხვიდეთ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიბრუნოთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner