თუნდაც სანქცირებული პირის ტელეფონის ზარზე პასუხი კანონდარღვევად და სანქციებით დაწესებულ შეზღუდვად არ ითვლება - ეს არის ელემენტარული ადამიანური ურთიერთობებისა და ტაქსტის საკითხი, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც თითქოსდა ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული.
„რეალურად შეიძლება ამ ჩანაწერს ჰქონდეს არაერთი წაკითხვა, მაგრამ მე შემოგთავაზებთ იმ წაკითხვას, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ახლო და ლოგიკურია: ჩვენ სხვას არაფერს ვისმენთ ამ ჩანაწერში, თუ არა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას - ეს მოარული ხმები, რამდენად ჩართულია ბატონი ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში თუ განზე გადგა, ჩვენ ვისმენთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომ არაერთგზის უარის შემდეგ ის ამბობს, რომ აგერ არის ქვეყნის ხელისუფალი, აგერ არის ოფიციალური სტრუქტურა და თუ რამე საკითხია, მიდით და გაარჩიეთ მასთან. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, როდესაც ასეთ ფარულ რეჟიმში ადამიანი აფიქსირების თავის პოზიციასა და დამოკიდებულებას პროცესისადმი“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.