logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ის ჩანაცვლებები, რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინულ ხაზში, არ ჯდება იმ კალაპოტში, რასაც ჩვენი დეკლარირებული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჰქვია
- +

28 აპრილი. 2022. 01:09

 

 

არ შეიძლება დღეს აღფრთოვანება არ გამოხატო უკრაინული ხელისუფლების მიმართ, არ შეიძლება მათ თანადგომა არ გამოუხატო მთელი რიგი საკითხებისადმი მათი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ერთადერთი საკითხი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, განცვიფრებას იწვევს, ეს არის ქართული თემისადმი მათი კომენტარები და შეფასებები, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ჩანაცვლებები, რაც უკრაინულ ხაზში ნახა საზოგადოებამ, არ ჯდება იმ კალაპოტში, რასაც საქართველო-უკრაინის დეკლარირებული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჰქვია მრავალი წლის განმავლობაში.

„იქმნება წარმოდგენა, თითქოს, ეს ხელისუფლება ჰომოგენური და კონსოლიდირებული არ არის, რა შეფასება მისცეს ქართულ თემას, ცალსახად პოზიტიური, ნეგატიური თუ რამე სხვა. ის ჩანაცვლებები, რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინულ ხაზში, რამაც ძალიან საინტერესო ევოლუცინირება განვლო რძის პროდუქტებიდან დაწყებული და სადაზვრევო სამსახურის განცხადებით, რბილად რომ ვთქვათ, არ ჯდება იმ კალაპოტში, რასაც ჩვენი დეკლარირებული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჰქვია მრავალი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მაინც უმთავრესი არის არა ის, რა შეფასებებს ვიღებთ ჩვენ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, არამედ ალბათ, უმთავრესია ჩვენი რეაგირება, დამოკიდებულება და შეფასება. ამ მხრივ მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას მოვუწოდო, რომ ამ შეფასებაში არ დაკარგოს ობიექტური განსჯის გრძნობა, რაც მდგომარეობს შემდეგში, როგორი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი ბრალდებები და როგორი არ უნდა იყოს ესა თუ ის უსაფუძვლო წამოძახილები. საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალით იქნება დაკომპლექტებული, აქვს ერთი მთავარი ვალდებულება, ესაა ეროვნული ინტერესების გატარება.

ვინაიდან ხელისუფლების წყაროა ქართველი ამომრჩეველი და მისი ლეგიტიმაცია იღებს სათავეს ქართველ ამომრჩეველში, მისი მთავარი ვალდებულება პირველ რიგში ქართული ეროვნული ინტერესების გატარება, ეს არის ქართული სახელმწიფოს კეთილდღეობა და მისი უსაფრთხოება. ეს არ არის ტრანსნაციონალური კომპანიის მენეჯმენტი, პირველ რიგში ის ვალდებულია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის რაც ჩვენ მთავარ საზრუნავად უნდა ავიღოთ, როდესაც გვესმის უცნაური ბრალდებები და როგორი უნდა იყოს რეაგირება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner