logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ხელისუფლება პატიოსანი და მართალია თავის განცხადებებში
- +

28 აპრილი. 2022. 01:09

 

 

ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ხელისუფლება პატიოსანი და მართალია თავის განცხადებებში, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საერთაშორისო სანქციები, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება და აღსრულებადია ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვასრულებთ. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ამომრჩეველს, რომ აქ არის ამ სანქციების აქტივები და პასივები. შევადაროთ და ვნახოთ, რა შემთხვევაში ვრჩებით მოგებული, რა შემთხევაში ვერ ვ ვრჩებით მოგებული. ეკონომიკური ბალანსი ამ აქტივსა და პასივს შორის ძალიან აშკარაა. ჩვენი ეკონომიკური მეტებობიდან გამომდინარე, ჩვენს ინტერესში არ შედის რუსეთთან ასეთი სასანქციო პოლიტიკის წარმოება. ჩვენ ვერავის ვავნებთ ამით, მით უმეტეს რუსეთის ფედერაციას, ვავნებთ მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner