logo_geo
eng_logo
თეთრმა სახლმა დაგმო რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა
- +

28 აპრილი. 2022. 01:35

 

 

თეთრმა სახლმა დაგმო რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს არის პროგნოზირებული ნაბიჯი. ეს არის ენერგიის მიწოდების საკითხის იარაღად გადაქცევა“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვეების განმავლობაში, აშშ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიცირების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner