logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ეცდება, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა შეათანხმოს
- +

28 აპრილი. 2022. 11:25

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

 

გუტერეშის თქმით, ფოლადის ქარხნიდან მოსახლეობის ევაკუაცია „ძალიან რთული ოპერაციაა“.

 

„ეს ძალიან რთული ოპერაციაა. ეს ოპერაცია განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან საქმე გვაქვს არა იმ ადამიანებთან რომლებიც ევაკუაციისთვის საკუთარ სახლებში ან საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მართლაც დრამატულ პირობებში ბუნკერში იმყოფებიან. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ოპერაცია პარასკევს გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, ამისთვის პირობები უნდა შეგვექმნა“, - განაცხადა გუტერეშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner