„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაშვებს მოითხოვს, ქვეყნის ომში ჩათრევაა.
„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო - სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.