logo_geo
eng_logo
კონგრესმენი დანიელ მიუსერი: პუტინისთვის სავსებით ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას
- +

28 აპრილი. 2022. 12:00

„უკრაინაში უხეში შეჭრა ამტკიცებს, რომ პუტინს არაფერი შეაჩერებს და ჩვენს მოკავშირეებს ახლა იმაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი დახმარება, ვიდრე ოდესმე. პუტინისთვის სავსებით ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, დანიელ მიუსერმა განაცხადა.

 

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. კანონპროექტი მოიცავს იმ საჭიროებებში მხარდაჭერასაც, რომელიც დაეხმარება საქართველოს შეინარჩუნოს ფოკუსირება დემოკრატიაზე და მმართველობის განვითარებაზე და დარჩეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner