„ხალხის ხარჯზე მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი და ბუნებრივია, ახლა აქვს ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერია განსაკუთრებული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაზე გააკეთა.
„ამ დასკვნაში ერთი საინტერესო ფრაზა იყო, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი თურმე, გაუარესებულა, რაც საქართველოში ჩამოვიდა და თავის ფეხით ჩაჯდა ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი გაუარესდა მას შემდეგ, რაც ის, მაგალითად ვერ უკვეთავს საზღვარგარეთიდან სახელმწიფოს ხარჯზე კონკრეტულ კვების პროდუქტებს, ბევრი სხვა კუთხითაც. ხალხის ხარჯზე მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი და ბუნებრივია, ახლა აქვს ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერია განსაკუთრებული. ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა კობახიძემ.