logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია რომ ყველა მიმართულებით უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას ყველა ხედავს და ეს IPM-ის კვლევამაც დაადასტურა
- +

28 აპრილი. 2022. 12:18

„ოპოზიცია რომ ყველა მიმართულებით უმძიმეს მდგომარეობაშია ამას ყველა ხედავს და ეს IPM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც კი დაადასტურა“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს რეგულარული კვლევები, შესაბამისად, ჩვენს მონაცემებს ვეყრდნობით, როდესაც რაღაცების ანალიზს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან, IPM-თან დაკავშირებით რომელიც უტარებს IRI-ს კვლევას, თუმცა, ხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს. ოპოზიცია რომ ყველა მიმართულებით უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას ყველა ხედავს და ეს IPM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც კი დაადასტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner