NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობას გადაწყვეტენ, მათი გაწევრიანების პროცესი სწრაფად წარიმართება.
მისივე თქმით, თითოეულ სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ საკუთარი მომავალი თავადვე გადაწყვიტოს.
„ჩვენ დიალოგში ვართ ფინეთთან და შვედეთთან და ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას, ეს პროცესი სწრაფად წარიმართება.
საკუთარი მომავლის გადაწყვეტა ევროპის ყველა ერის ფუნდამენტური უფლებაა, ასე რომ, როდესაც რუსეთი ცდილობს, დაემუქროს, დააშინოს ფინეთი და შვედეთი, ეს უბრალოდ აჩვენებს, თუ როგორ არ სცემს პატივს რუსეთი ყველა ერის ძირითად უფლებას.
რეალობა ისაა, რომ ფინეთი და შვედეთი უკვე ძალიან ახლოს არიან NATO-სთან და ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვმოქმედებთ და როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას მათი მოწვევის შესახებ, ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილის გაგზავნა, რომ ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია NATO-ს ყველა მოკავშირისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.