logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: მთლიანად ამერიკის პოლიტიკური სპექტრი საქართველოს მიიჩნევს ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად რეგიონში და მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევი იქნება
- +

28 აპრილი. 2022. 14:36

 

 

„ეს ერთგვარად დადასტურებაა ჩვენთვის, რომ მთლიანად ამერიკის პოლიტიკური სპექტრი, საქართველოს მიიჩნევს როგორც ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს რეგიონში“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ, „საქართველოს მხარდამჭერი აქტზე“ საუბრისას განუცხადა.

 

„ეს ერთგვარად დადასტურებაა ჩვენთვის, რომ როგორც დემოკრატიული პარტია, ასევე რესპუბლიკური პარტია და მთლიანად ამერიკის პოლიტიკური სპექტრი, საქართველოს მიიჩნევს როგორც ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს რეგიონში და მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევი იქნება.

 

ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქტი გადავიდეს სენატში, სადაც მე ასევე დიდი იმედი მაქვს, სენატის მხრიდანაც ამ დოკუმენტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა იქნება. შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს ხელს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner