logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ
- +

28 აპრილი. 2022. 14:37

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მათ, ვისაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება სურთ, ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა აქვთ.

 

„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, მით უფრო, უკრაინის თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილის] გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ. ეს უკვე აღიარებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ისე - უკრაინის თანამდებობის პირებისგან. ვციტირებ: „სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ის ომს დაიწყებდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომისთვის მზად არ არის“. ესაა უკრაინის თანამდებობის პირის განცხადება, რომელიც ზუსტად ემთხვევა საქართველოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ - ომის პარტიის ლიდერების განცხადებებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner