logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი „საქართველოს მხარდაჭერის აქტზე“: მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში გაკეთებულია ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

28 აპრილი. 2022. 14:38

 

 

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებს, ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერს, რომლებმაც აქტი წარმომადგენელთა პალატაში უკვე მეორედ წარადგინეს.

 

„ეს არის ჩვენი ორმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტური, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების ახალი იმპულსი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი რეგიონული გამოწვევების პარალელურად, აღნიშნული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაზრდის ახალი იმპულსი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში გაკეთებულია ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner