„ვერავინ შეიტანს ხინჯს ჩვენს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას განვიხილავთ და ეს გარდაუვალად მოხდება, ოღონდ მშვიდობიანი გზით. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთობას სამხედრო ნაწილში, პარტნიორულ ურთიერთობებში. ვინც არ უნდა იყოს, ჯგუფი თუ პიროვნება, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რადიკალური ოპოზიციიდან იქნება ეს თუ ქვეყნის გარეთა სუბიექტი, ვერავინ შეიტანს ხინჯს ჩვენს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში“, - აღნიშნა ზარქუამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა.