ფეისბუქ-მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის სტატუსს ეხმიანება, სადაც დეკანოიძე წერს, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო „ანსამლეაში“ მიიღო მონაწილეობა.
„შეცდომა კი არა, უკიდურესი გაუნათლებლობა და გოიმობაა „ანსაბლეა“. სწორია - ასამბლეა.
უცოდინარობა და ქვეყნის შეურაცხყოფაა „ლიტვა“. სწორია - ლიეტუვა.
ანსამბლეა ეტყობა ის ანსამბლი ჰგონია ამას, ყველაზე ბანძი და უპერსპექტივო ცეკვა რომ დადგა, ცეკვა „აკერმანული“, - წერს ნუნუშა ვასაძე.