საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, თუ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რაიმე სჭირდება, მას შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.
„საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დადგმული მთელი რიგი სპექტაკლები და შიმშილობის კასკადები თავის აქტივში, გუნდში, თუ სექტაში, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო რაღაც ჯგუფებს შესცოდებოდათ და შემდეგ ხელისუფლების მიმართ მომართვა იქნებოდა, რომ გამოგვეშვა. თუ რომელიმე პატიმარს შესაბამისი სერვისი სჭირდება, არსებობს შესაბამისი სამედიცინო სერვისი, რაც მას მიეწოდება“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.